ზუგდიდში “მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში” 50-მდე ადამიანი შიჭრა.
დამსხვრეულია მინები და ნაცემი არიან ცენტრის თანამშრომლები.ადგილზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა საპატრულო პოლიცია. ბაჩო ახალაიას მეუღლე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ მიჰყავდა მოქალაქეები დაგეგმილ აქციაზე. დარბევაში, გავრცელებული ინფორმაციით მონაწილეობას ღებულობდა პარტია “ქართული ოცნების” წვრები: ლაშა გვასალია, მერაბ ქვარია და სხვა საკრებულოს წევრები. დაშავებულია ზუგდიდის საკრებულოს წევrი ლევან კონჯარია, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს,თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ზუგდიდში „მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრზე“ თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანებები მიიღო პარლამენტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა. მისი განცხადებით მან დაზიანებები ხელის არეში მიიღო–”ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, ისინი ახორციელებენ რეპრესიებს ოპოზიციაზე. დღეს, თავს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაგვესხნენ“-აცხადებს მინაშვილი
“განწირული ხმით ვყვიროდი, ვითხოვდი დახმარებას, რომ არცერთ მხარეს არ დაშავებულიყვნენ ახალგაზრდები. საპატრულო პოლიცია ცოტა მოშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს შემოვარდნილიყვნენ ოფისში და გაეკეთებინათ ის რაც სურდათ. დამსხვრეულია შუშები ნაცემი არიან ჩემი თანამშრომლები,”- აცხადებს ანი ნადარეიშვილი.
ამ დროისათვის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება–იტყობინება “თაიმერის” კორესპოდენტი ზუგდიდიდან. თავდასხმის შედეგად ბოლო ინფორმაციით 4 ადამიანი დაშავდა.ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები.
დაკავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება