“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა იწყება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა იწყება. ფრაქციის წევრები პარტიის ოფისში ამ წუთებში იკრიბებიან.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, განხილვის ერთ-ერთი თემა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით შესაქმნელ კომისიაში კანდიდატურების წარდგენის საკითხი იქნება.
მისივე ცნობით, ფრაქციის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით მისვლის ფორმატზეც იმსჯელებენ, თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით ბესელიამ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე საბოლოო გადაწყვეტილება 18 თებერვლისთვის იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – პატიმრობიდან გათავისუფლება იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს შვილებს ავუხსნა არსებული ვითარება
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომიტეტი ხვალ იმსჯელებს