“ქართული ოცნების” შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
როგორც  უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მოწვევა ფრაქცია “ქართული ოცნების” საერთო მოსაზრება იყო, ხოლო განხილვის საგანს “საერთო ურთიერთობები და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები” წარმოადგენდა.
“შევთანხმდით, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გუნდის მიმართ არის პერმანენტული. ასევე დაფიქსირდა საერთო მოსაზრება, რომ მოსაზიდია საკადრო რესურსი”,- განაცხადა  გია ვოლსკიმ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დაასახელეს.

banner
წინა სტატიაშივის ცოლ-შვილისთვის აპირებს წამების ამსახველი კადრების გაგზავნას გოგა ხაინდრავა
შემდეგი სტატია“თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურად არ დაისჯება, ამას ხალხი აღასრულებს!”