“ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები იკრიბებიან. დეპუტატებისთვის ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა ფრაქციის სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის , დავით საგანალიძემ განუცხადა, მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას ივანიშვილი, თუმცა მისივე თქმით, მოხარული იქნება თუ ყოფილი პრემიერი შეძლებს ფრაქციის სხდომაზე მისვლას.
“მოხარული ვიქნები თუ დაესწრება, რადგან მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საგანელიძემ.
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, მისთვის ასევე უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი. ბესელიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე თქმით, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში უკვე უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ასევე დაესწრება ირაკლი ღარიბაშვილი.
ფრაქციის სხდომის განსახილველი მთავარი საკითხი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – თუ ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ
შემდეგი სტატია“ეკონომისტი” – სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პუტინის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად