„ქართული ოცნების მმართველობა აბსოლუტურად წარუმატებელია“, – ზურაბ აბაშიძე ბიუჯეტზე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

2015 წლის ბიუჯეტის პრეოქტს განიილხვანე პარლამენტში. დოკუმენტზე უკვე იმსჯელეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტეზე. ამ წუთებში კი განხილვა სოფლის მეურნეობისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტეზე გრძელდება.

შემცირებული ბიუჯეტის ვარიანტს მხარს არ უჭერს ნაციონალური მოძრაობა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თანხების შეკვეცის მიუხედავად ბევრი საკითხი მოუგვარებელი რჩება.

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ზურაბ აბაშიძის თქმით, იმისგან განსხვავებით, რომ ყოველი წელი უნდა ყოფილიყო უკეთესი, ბიუჯეტი, პენსიები და სოციალური დახმარებები უნდა გაზრდილიყო, პირიქით მოხდა.

„მივიღეთ შემცირებული ბიუჯეტი, დაუფინანსებელი უამრავი პროექტი. ეს ხაზს უსვამს ქართული ოცნების მმართველობას, რომელიც აბსოლუტური წარუმატებელია“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” ფოტორეპორტაჟი აფაქიძის ქუჩიდან
შემდეგი სტატიაუკრაინის უშირშროებამ საკუთარი გენერლები დააპატიმრა