,,ქართული ოცნების” თითქმის ყველა დაპირება ეტაპობრივად შესრულდა და სრულდება

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია

თითქმის ყველა დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ იყო გაცემული, ეტაპობრივად შესრულდა და სრულდება, – ამის შესახებ გადაცემა “20/30”-ში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, დაპირებები 4-წლიან მმართველობაზე იყო გათვლილი და მათი შესრულება გრძელდება.
“წლების განმავლობაში დაგროვდა ის პრობლემები, რომელიც მძიმე სოციალურ ფონს ქმნიდა ქვეყანაში. ამ მიმართულებით წინა მთავრობას რეალური ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველსავე წელს ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 135 ახალი საწარმოა შექმნილი, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი ამ საწარმოების ფარგლებში. გარდა ამისა, 600 საწარმოა გადაიარაღებული, ჯამში კი – სოფლის მეურნეობის სექტორში დაიხარჯა 1 მილიარდ ლარამდე. ეს არის ის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ იყო გაცემული არჩევნებამდე და ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი. გარდა ამისა, გასულ წელს დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია “აწარმოე საქართველოში”, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით უკვე 90-მდე ახალი საწარმო. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ სამრეწველო დარგების განვითარება და გაძლიერება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ინდუსტრიული მიმართულება იყო ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩავარდნილი. “არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ამ მიმართულებას. ყველაფერი, რაც კეთდებოდა იყო ვირტუალური სამყაროს შექმნისთვის და მოსახლეობას არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია. მოსახლეობის 50% არის სიღარიბეში, ანუ მილიონ 800-900 ათასი ადამიანი ცხოვრობს სწოერდ სიღარიბეში და ეს არის სწორედ გამოწვევა.
“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, დამატებით 250 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული. ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას. ვაპირებთ ინტენსიურ კონსულტაციებს ბიზნესთან და გვსურს, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, იქნას მაქისმალურად გამოყენებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. “არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს აუთვისებელი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი წარმატებული პროგრამა და პროექტი, რომელიც განხორციელდა კოალიცია ‘”ქართული ოცნების” მიერ, ეს არის ჯანდაცვის პროგრამა.
“სულ რაღაც 2 წლის წინ მოსახლეობას არ ჰქონდა ელემენტარული პირობები, წამლისთვის, ოპერაციისთვის ბინებისა და მანქანის გაყიდვა უწევდა. სწორედ ამ მიზნით, ჯანდაცვის ბიუჯეტი გავზარდეთ მილიარდ 200 მილიონი ლარით. აქედან ჯანდაცვაზე 600 მილიონზე მეტი მიდის, რეალურუად უზრუნველვყავით, თითოეული მოქალაქის დაზღვევა. შედეგად დღეს საქართველოში არც ერთი მოქალაქე არ არის დაზღვევის გარეშე და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის, ოპერაციების და მკურნალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯებს. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მესამე წელია, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას ვახორციელებთ, ეს არის 280-მდე მილიონი ლარი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იყო. უამრავი სუბსიდირება განვახორციელეთ, შევეხები რთველს, ვაშლისა და ციტრუსის სუბსიდირებას, ასე რომ ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ არჩევნებამდე იქნა გაცემული, შესრულებულია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ საჭიროა მოთმენა”, – განაცხდაა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ გვქონდა გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა – 4,8%”
შემდეგი სტატია,,აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება”