„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყო

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყო

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყოოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კობახიძეს 2013-2014 წლებში ხელფასი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერიცხებოდა.მონაცემების მიხედვით, ის ჯერ 1250 ლარს იღებდა, ხოლო გასულ წელს მისთვის გადარიცხული თანხა ყოველ თვეში 2000 ლარი იყო.ოპოზიცია შესაბამის უწყებებს მიმართავს, შეისწავლონ, რატომ იღებდა ხელფასს ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან.

” ჩვენ არავის არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომ ის იყო გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში და 2013- 2014 წლის ბოლომდე ის იღებდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

წარმოდგენილი ხელფასების ნუსხიდან დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავიდან ჰქონდა 1250 ლარი, შემდეგ მისი სახელფასო განაკვეთი გაიზარდა და გახდა 1500 ლარი, ხოლო 2014 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში იღებდა 2000 ლარს.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყო
საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იმის ნაცლვად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდეს თავის მოვალეობას, იცავდეს ქვეყანაში წესრიგს, ებრძოდეს კრიმინალს, რაც მათ საერთოდ არ გამოსდით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს სამინისტრო აქცია თავისი პატრიული აქტივისტების, მეგობრების, ნათესავების დასასაქმებელ ადგილად, რასაც ვთვლით, რომ ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ პროკურატურას, ვინ არის თავშეყრილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რატომ იღებენ ეს ადამიანები ხელფასს და რატომ ხდება მათი დაფინანსება ბიუჯეტის ფულიდან. – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყო

ირმა ნადირაშვილის განცხადებას მმართველ გუნდში უკვე უპასუხეს. ეკა ბესელიას ინფორმაციით, კობახიძე ექსპერტულ საქმიანობას ეწეოდა და სავარაუდოდ, ჩარიცხული თანხები სწორედ მისი საქმიანობის ანაზღაურებას უკავშირდება.„ირაკლი კობახიძე, როგორც ექსპერტი და ძალიან კვალიფიციური ადამიანი სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობდა. როგორც ექსპერტი ისე თანამშრომლობდა იმ ჯგუფში, რომელიც კანონპროექტებსა და სხვადასხვა საექსპერტო დოკუმენტებს ქმნიდა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

 

banner
წინა სტატიაშიუგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას–ვალერი გელბახიანი
შემდეგი სტატიაცხინვალთან რუსული სახედრო ტექნიკა აფეთქდა