“ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს” – ხათუნა გოგორიშვილი

საპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და საარჩევნო კოდექსის ცვლილების 2020 წლის არჩევნებისთვის გადატანას აპროტესტებს. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა სჭირდება. ამის შესახებ განცხადება ხათუნა გოგორიშვილმა გააკეთა.

„არც ერთი ეს ვარიანტი არ შეესაბამება იმ დაპირებას, რომელიც მათ ჰქონდათ წინასაარჩევნო პროგრამაში. ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ 2016 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსების და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით მაჟორიტარულ არჩევნებთან მიმართებაში,“ – აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსის ცვლილებების გადადებასთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატებიც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას სურს არჩევნები ჩაატაროს ისევ იმ სისტემით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა წლების განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშისაბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაარჩილ კბილაშვილი კახა ბენდუქიძის მეუღლის ნატალია ზოლოტოვას ინტერესებს დაიცავს