“ქართული ოცნება” ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება” პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქციის წევრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უმრავლესობის ლიდერის არჩევასთან დაკავშირებული საკითხია.
როგორც ცნობილია, დავით საგანელიძის შემცვლელად ფრაქციის წევრთა უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. უმრავლესობის ლიდერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
არსებული ინფორმაციით, ფრაქციის სხდომას სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

banner
წინა სტატიაში“მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია,”- მოსამართლე ურთმელიძე თვითაცილებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანიკა გვარამიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს