„ქართული ოცნება“ საბჭოთა ნაგავია–დავით დეფი

o9e9mqსაქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ოკუპანტის სიმბოლოს მოხსნის გამო პატრიოტებს აკავებს. ე.წ. გეორგიევსკის ლენტი საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოა–ასე ეხმიანება ვაკის პარკში მიმდინარე დაკავებებს პოეტი  დავით დეფი.
საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. გეორგიევსკის ლენტის და ნებისმიერი სხვა საოკუპაციო სიმბოლოს ტარება საქართველოში აკრძალულია. ხელისუფლება, რომელიც კანონს არ იცავს, ოკუპანტს არ ებრძვის, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა და შეკრულია მტერთან. „ქართული ოცნება“ საბჭოთა ნაგავია. ახლა გორში უამრავი ადამიანი საბჭოთა კავშირის დროშებითაა გამოსული. ეს არაა დემოკრატია, ეს დიდი, საზოგადოებრივი, უკვე თაობებში მეტასტაზებად წასული გამოლენჩებაა.ძალიან მწარე, საშიში და ამაზრზენია”–ცხადებს დეფი.

chanturias dakaveba

შეგახსენებთ , რომ პოლიციამ ვაკის პარკში გია ჭანტურია დააკავა. მიზეზი გეორგიევსკის ლენტა გახდა, რომელიც ჭანტურიამ მოქალაქეს მოხსნა. ჭანტირიას გარდა პოლციამ მსგავსი ქმედებისთვის კიდევ რამდენიმე მოქალაქ დააკავა. სულ პოლიციას ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის დროს 5 ადამიანი ყავს დაკავებული.

banner
წინა სტატიაშითეატრალიზებული წარმოდგენით კადროვმა რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართა +ვიდეო
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერები ცალკე მოიხსენია+foto