“ქართული ოცნება” პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტთან კონსულტაციებში გამართვის საჭიროებაზე ისაუბრა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსულტაციების აუცილებლობა, არ არსებობს.

როგორც მეჭიაურმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.

“ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობას არ მიუღია. რამდენადაც ახლა დაიწყო სხდომა, მანამდე ფრაქციის სხდომა გაიმართა. ფრაქცია მიიჩნევს, რომ არ არის ამის აუცილებლობა, რადგან ყველაფერი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიდის”,-განაცახდა მეჭიაურმა

კითხვაზე, თუ რატომ გამოთქვა პოლიტიკური კონსულტაციებს გამართვის სურვილი, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი საკუთარი პერსონით მეტად წარმოჩენას ცდილობს.

“ჯერ უნდა წარმოაჩინოს სიტუაცია ისე, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის ვითარება და მერე მედიატორის როლს თამაშობს, ის დიდი ხანია გამოეყო გუნდს”,- აღნიშნა მეჭიაურმა.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე”- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს