“ქართული ოცნება გადავიდა პირდაპირ რეპრესიებზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ”

საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში. ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების გაფართოებულ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეული.

“როგორც ჩანს პარლამენტის წითელი ხალიჩა თავბრუს დამხვევი ეფექტით მუშაობს ძალიან ბევრ ჩემს კოლეგაზე და ის პრივილეგიები, რაც მათ აქვთ მოპოვებული უნდათ რომ მათ დარჩეთ საშვილიშვილოდ,” – აცხადებს გიორგი ცაგარელი.

სხდომას ინტერპარტიული ჯგუფის წევრებიც ესწრებიან. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგნები დიპლომატებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რატომ არის საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელება. ოპოზიცია პარლამენტში კვლავ ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვს.

“იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება ზუსტად მიხვდა, რომ 2016 წლის არჩევნებში წარმნოლუდგენელია მოიგოს, გადავიდა პირდაპირ რეპრესიებზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ის შერჩევითი სამართალი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების დაშინება,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაში2 თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატია,,თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს”