ქართული ოცნება ადასტურებს, რომ მათ გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

მმართველი გუნდი ფრაქციის დახურულ სხდომას მართავს, რომლის ფარგლებშიც პარტია ქართული ოცნების ცენტრალური და რაიონული ორგანიზაციების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

სხდომის დაწყებამდე  უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საარჩევნო კოდექსი იქნება. საგანელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი იცვლება მომავალში შეიცვლება ქართული ოცნების საპარლამენტო სახეც და საზოგადოება მმართველ გუნდში ძველ სახეებთან ერთად ახლებსაც იხილავს.

სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა ეკა ბესელიამაც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მიმდინარეობს შიდა განახლების პროცესი.

„ვიმსჯელებთ პარტიულ რაიონული ორგანიზაციების შესახებ, შიდა განახლების პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო თემაზე გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები გვაქვს ფრაქციის შიგნით,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისოფელ მამკოდასთან ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს
შემდეგი სტატიაშსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა