ქართული მხარე, გამოფენაზე აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოდგენის ფაქტზე, მუშაობს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

იტალიის ქალაქ ბარიში, გამოფენა Fieradel Levante-ზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარმოდგენის ფაქტზე რეაგირების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო.

იტალიაში საქართველოს საელჩო ამის შესახებ საქმის კურსშია და შესაბამის სამსახურებთან მუშაობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.

ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას საგარეო უწყება არ ასაჯაროებს.

ცნობისთვის, იტალიაში გამოფენა Fieradel Levante-ზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი. ინფორმაციას, გამოფენაში მონაწილეობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მის „ფეისბუქ“ გვრდზე ავრცელებს. ინფორმაციას თან ერთვის ფოტომასალაც. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა“. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ე.წ. პალატის სხვა წარმომადგენლები.

„ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობას მიიღებს 79-ე საერთაშორისო გამოფენაში – Fieradel Levante, იტალიის ქალაქ ბარიში. ის ტრადიციისამებრ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გახსნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აქვე ნათქვამია, რომ Fieradel Levante ყველაზე მსხვილი გამოფენაა იტალიაში, რომელშიც ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 იტალიური და უცხო ქვეყნის კომპანია იღებს მონაწილეობას და საკუთარ პროდუქციას წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“ფასები რთველის პროცესში გაიზრდება,”- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიაახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ხვალ დაიწყება