ქართული მარლთმსაჯულების პარადოქსები ალანიას საქმეზე

11276193_852206258149388_832620270_nქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზვიად გამსახურდიას ერთგული ოფიცერი გიორგი ალანია, რომელიც 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური დევნილად არის ევროპას შეფარებული… ქართული მართმსაჯულების მიერ მისი უკანონო დევნის ფაქტზე და მის მიმართ აღძღულ საქმეზე ერთი კვირით ადრე ესაუბრა ,,თაიმერს,,  დღეს კი, ახალ ინფორმაციას გვაწვდის მის მიმართ საქართველოში წარმოებული საქმის შესახებ… რომელიც რბილად რომ ვთქვათ პარადოქსებით არის სავსე…
,,მე ქართული ჯარის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც კი დევს. ჩემი ორგანიზებით ჩატარდა პირველი გაწვევა ჯარში. მონაწილეობას ვიღებდი ქართული ბატალიონების შექმნაში. მე დღემდე ვარ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი. ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის დეკემბერში და ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება რომლის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები. დიახ, ამის გამო მე დღემდე მაქვს სსკ 2 მუხლი მოყენებული ბრალდება. გარდა იმისა მედავებიან თურმე ეროვნული გვარდია ყოფილა არაფორმირებული ბანდფორმირება, მედავებიან იარაღის უკანონო ტარებაზე.
2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლებისგან წამოვიდა ინიციატივა და გვქონდა მოლაპარაკება საქართველოში დაბრუნებაზე. 2006 წელს, მე უარი ვთქი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ შეწყალებაზე და მოვითხოვე სასამართლო პროცესი. ხელისუფლების პასუხი ასეთი იყო – თანდათანობით დაამატეს და დაამატეს მუხლები და 2010 წელს უკვე სამშობლოს მოღალატედაც გამომაცხადეს… ეს მუხლიც დაამატეს და ჯამში 5 ახალი მუხლი მომემატა. ამის შემდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ერთი წელი. გამომძიებელმა მითხრა, რომ სულ 7 მუხლი მაქვს წაყენებული.
ახალმა ხელისუფლებამაც იგივე გზა შემომთავაზა… ანუ ბესელიას სიაში უნდა შევეყვანეთ და შევეწყალებინეთ… მე ამაზეც უარი ვთქვი და ახლა ამათმაც გადაწყვიტეს ჩემი დასჯა… საქმე გაყვეს ორად… ერთს ახლა იწყებენ და ელოდებიან მოვითხოვ თუ არა შეწყალებას… რომ არ მოვითხოვ, ალბათ ესენიც დაამატებენ რამეს, შვიდ მუხლზე ხომ არ გამაჩერებენ ?!,,

აცხადებდა გიორგი ალანია რამდენიმე დღით ადრე ,,თაიმერთან,, საუბარში… დღეს კი, მის წინააღმდეგ  აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას გვაწვდის…

გიორგი ალანია: რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ  საქმეს. ამათ იმის იმედი აქვთ რომ მე დავიწყებ მათ მოედანზე თავის მართლებას… არა და მივუშვებ თავის ნებაზე ისე, როგორც ამას 22 წელი აკეთებდნენ… დაამატონ რაც უნდათ, არაა პრობლემა. იქ ძალა მათ ხელშია და აქ საერთაშორისო სასამართლოში მეეჭვება ეს იდიოტობა გაიტანონ.
თან საქმე გაყვეს ორად. ანუ 7 სისხლის სამრთლის მუხლიდან მხოლოდ სამზე იწყებენ სასამრთლოს. მეორე ნახევარი ეტყობა მომავლისთვის გადადეს.
პირველ მუხლთან დაკავშირებით: სახლემწიფო საკუთრებაში მყოფი თეთრი ვოლგა გაზ-24 (დეპუტატ კალანდაძეს ემსახურებოდა მანამდე) რომელიც მხედრიონის საძმოდან იქნა ამოღებული და გადაეცა 1993 პრეზიდენტს, გაატარეს როგოც პიროვნების საკუთრება და ავტომობილის მითვისება. გამოძიება არც კი შეწუხდა იმაზე, რომ გადაემოწმებინათ, გააჩნადა თუ არა პიროვნებას საკუთრებშიი ხსენბული ავტომობილი?.
მეორე მუხლთან დაკავშირებით: აბაშის პოლიციას 1993 წელს პირადათ გადავეცი 17 ცალი ,,კალაშნიკოვის,, სიტემის იარაღი და ესენი მედევაბიან ,,კალაშნიკოვის,, სიტემის იარაღის პოლიციიდან ამოღებას. ანუ იარაღის რომელიც 1993 წელს აბაში პოლიცას საერთოდ არ ქონდა და პირიით იქეთ მივეცით. თითოეული აქტზე პროტოკოლი იქნა შედგენილი, თითოეული იარაღი პროტოკოლით იქნა გადაცემული ან ამოღებული. გამოძიება არ დაინტერესდა 1993 წლის შემდეგ სად გაქრა პოლიციის ბალანსზე მყოფი, ჩვენგან გადაცემული 17 ცალი ,,კალაშნიკოვის,, სიტემის იარაღი.
მეორე მუხლთან დაკავშირებით, კანონით სიხლის სამრთლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან აბაშის პოლიციამ შემდგომ ეს იარაღი გადამალა და გაყიდა.
მესამე მუხლთან დაკავშირებით: ფოსტიდან ,,ნაგანი,,-ს სიტემის იარაღის ამოღებას მედავებიან… არა და ,,ტეტე,,-ს სიტემის იარაღი იყო, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფებოდა და ფოსტის თანმშრომელმა მიისაკუთრა…
ხო და ესენი სხვას ედავებიან ყაჩაღობას?!
ანუ ზემოთ მოყვანიული სისხლი სამრთლის საქმეებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ ძებნაში რა მუხლით უნდა იყოს ადამინი გადაცემული?
11301331_1602518150033186_237610468_nრა შუაშია ბიოლოგიური იარაღი? ერთადერთი ბიოლოგიური იარაღი რომელთანაც მე შეხება მქონდა არის ღომი. ირონიულად აცხადებს გიორგი ალანია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გიორგი ალანიას მიმართ ფედერალური ძებნა გამოცხადდა 2001 წლის 7 დეკემბერს (მაშინ, როცა გიორგი ალანია უკვე 1997 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა) და ის მიკრობიოლოგიური და სხვა სახის ნივთირებების გაუფრთხილებლობით გამოყენების მუხლით იზებნება, რომელიც სავარაუდოდ რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს ქართველი კოლეგებისაგან ჰქონდათ გადაცემული. ინფორმაცია ამის შესახებ რუსული საიტიდან ინტერნეტში ადვილად იძებნება.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი
შემდეგი სტატიარუსეთის “შავი სია” დილოგის საშუალებას არ ტოვებს დიალოგისთვის