ქართული ასეული ავღანეთში ახალ მისიაში ჩაერთო

IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარიშარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” გაიმართა.

მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა.

ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანაა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი.

banner
წინა სტატიაში7-8 იანვარს საქართველოში ითოვებს
შემდეგი სტატიანინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მძიმე მდგომარეობაა