ქართული ანდაზაა, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”. საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს

ქართული ანდაზაა,

ქართული ანდაზაა, "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო". საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა არაერთგზის პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა გაურკვეველი მომავლის საქმეა.
აღნიშნულით ნინო ბურჯანაძე, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოლანდი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის და მიიჩნევს, რომ ნატომ, მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა უთხრას.
“ქართული ანდაზაა, “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”. საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს. ათასჯერ გვითხრეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა: 2014 წელს გამოვიდა ბატონი ობამა და თქვა, რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება; გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც იგივე თქვა, და უამრავი სხვა პოლიტიკოსი, რომელთაც იგივე გაიმეორეს; ოლანდმა საბოლოოდ გვითხრა, რომ საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს ახალი კანდიდატების ნატოში შესვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთს, გერმანიას და სხვა სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აქვთ ნატოს გაფართოებასთან ან არგაფართოებასთან დაკავშირებით. საქართველოს არ აქვს შანსი ნატოში გაწევრიანების, რა ენაზე უნდა გვითხრან მეტი. ინგლისურად გვითხრეს, ფრანგულად გვითხრეს, გერმანულად გვითხრეს, ამდენი ხანია მე ქართულად ვამბობ ამას, კიდევ რა ენაზე უნდა გვითხრან? ხოლო ის პოლიტიკოსები ვინც დღეს კვლავ ლაპარაკობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსზე, უბრალოდ პროვოკატორები და მატყუარები არიან და ცდილობენ ამ განცხადებებით როგორმე ქულები დაიწერონ თავიანთ დასავლელ პატრონებთან”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.
მისივე თქმით, საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება და ამის შანსი უახლოეს მომავალშიც არ არის. “რა იქნება 30 და 50 წლის შემდეგ არავინ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 2008 წლის აგვისტოს ომმა რადიკალურად შეცვალა სიტუაცია და 2008 წლის შემდეგ ვერ მომიტანთ ვერც ერთი სერიოზული პოლიტიკოსის გამონათქვამს, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების უახლოეს პერსპექტივაზე ლაპარაკობს. ყველა იფარგლებოდა ზოგადი ფრაზით, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი და რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. მე მაქვს იმისი გამოცდილება, ცოდნა და რაც მთავარია გამბედაობა, რომ ადამიანებს ვუთხრა ის რეალობა, რა რეალობაც არის. თუ კვლავ ილუზიებში ვიცხოვრებთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს არის რეალობა, ახლა ვისაც რა უნდა ის იძახოს. ვისაც უნდა იძახოს რომ თურმე პროქართული პოლიტიკის უკან რუსეთის პოლიტიკა ყოფილა და თურმე რუსეთის პოლიტიკას უდრის პროქართული პოლიტიკა. ესე იგი ჩვენი ინტერესები ასე ემთხვევა ერთმანეთს? დავანებოთ თავი კეკლუცობას, ადამიანების მოტყუებას და დავანებოთ თავი იმ პოლიტიკოსების მოსმენას, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ოღონდ დასავლეთთან თავიანთი იმიჯი და პოლიტიკაში არსებობის შანსი შეინარჩუნონ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა
შემდეგი სტატიარუსი ოლიგარქის უნიათო მთავრობა, თავის არსით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულია