ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ნათლისღება აღნიშნეს

ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნათლისღების დღესასწაული საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონია ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: პროპუტინისტური პარტიისა და „ოცნების“ ალიანსი გრძელდება
შემდეგი სტატიაპანკისში “შარლი ებდოს” მიერ გამოქვეყნებული კარიკატურა გააპროტესტეს