ქართველმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკავეს.

1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია თურქეთისა და ნიდერლანდის მოქალაქეა და მასზე საერთაშორისო ძებნა ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს მიერ 2014 წლის 4 დეკემბრიდან იყო გამოცხადებული.

დაკავებულს, ბელგიის კანონმდებლობით, დოკუმენტების გაყალბება, თაღლითობა და კრიმინალური ასოციაციის წევრობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2001-2008 წლებში ბელგიაში რამდენიმე კომპანიას მართავდა და სწორედ ამ პერიოდში მან მთავრობას 241 დასაქმებული პირის შესახებ ყალბი დეკლარაციები წარუდგინა.

ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში.

მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკლდიაშვილის ქუჩაზე მოკლული ქალის გაძარცვას სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიამეზობლების თქმით, ლელა ავლოხაშვილი ბინისთვის ფულს აგროვებდა