ქართველმა სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღებაზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურების გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთიდან საქართველოში გასაღების მიზნით შემოიტანეს 57 ათასი ყალბი ამერიკული დოლარი. ისინი 20 ათასი ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე დააკავეს, ხოლო პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს 37 ათასი ყალბი დოლარი.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის ფაქტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში გენმოდიფიცირებული ბავშვების გაჩენა კანონდება