ქართველმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნილი დააკავეს

ანკარას ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი საფრანგეთის მოქალაქე საქართველოს ინტერპოლის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

38 წლის ჰალის აიდოგანი საქართველოში ბელარუსიდან შემოვიდა. დაკავებულს ბრალი თურქული კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობისთვის აქვს წაყენებული.

დაკავებული აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები.

banner
წინა სტატიაშინატო-მ უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნიშნები აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე “UNESCO-ს მშვიდობის არტისტი” გახდა