ქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა.
ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ეს “ბორჯღალოსნებისთვის” გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპოინატზე” მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ეყოლება.

banner
წინა სტატიაში„პატიორტთა ალიანსი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს შალვა შავგულიძის კანდიდატურას უჭერს
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ