„ქართველი ხალხი და მთავრობა იმსახურებს აღიარებას, რომ ევროპულ გზაზე კონკრეტულ პროგრესს მიაღწია“

erik-rubini

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ერიკ რუბინის განცხადებით, საქართველომ საკამოდ რთული სამუშაო გასწია მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც ერიკ რუბინი „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან საუბარში აცხადებს, აშშ საქართველოს პროგრესს აღიარებს და მნიშვნელოვნად აფასებს.

„ქართველი ხალხი და ქვეყნის მთვარობა იმსახურებს იმის აღიარებას, რომ კონკრეტულ პროგრესს მიაღწია იმ გრძელი და რთულად გასაკეთებელი საქმეებიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დაუდგინა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას აფორმებდა. საქართველომ მართლაც ბევრი რამ გააკეთა“, – განაცხადა რუბინმა.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

„მიღწეულ იქნა პროგრესი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ ნატო-სთან თავსებადობის, ნატო-ს სტრუქტურებთან და მეთოდებთან დაახლოებისკენ ან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით გადადგა. ამ რეალურ პროგრესს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარებთ, თუმცა ამავე დროს წინ არის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი“, – განაცხადა რუბინმა.

მისივე თქმით, აშშ 2015 წლის განმავლობაში გეგმავს სერიოზული და ტექნიკური სახის დახმარება გაუწიოს საქართველოს არამარტო ნატო-სთან ურთიერთობის გზაზე, არამედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებისთვის დაკისრებული რთული, მაგრამ აუცილებელი მიზნების მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიგუბერნატორებმა ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში დაგეგმილი პროექტები გააცნეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა შევცვალოთ, რათა ადამიანებმა კავშირები შეინარჩუნონ