ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას–სერგო რატიანი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებასსაქართველოს მთავრობამ ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში. პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ ჩვენ მოვითხოვდით შეხვედრას და მსჯელობას მნიშვნელოვან პრობლემებზე. გვქონდა იმედი, რომ დავსხდებოდით ერთ მაგიდასთან და შეიქმნებოდა ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენი მხრიდან წარმოვადგინეთ ეს გეგმადა და დღეს სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო განხილვა. მათ შეეძლოთ შემოეთავაზებინათ ალტერნატივა ამ გეგმის. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩენ ვერ ვხედავთ ნიშნებსაც კი, რომ მთავრობა აქვს დანაშაულის გრძნობა. ამიტომ ერთადერთი მოთხოვნა შეიძლება არსებობდეს ის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს”-განაცხადა სერგო რატიანმა

,,დღეს საქართველოს უპასუხისმგებლო მთავრობამ და უუნარო საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვეს ქართველი ხალხის ინტერესების წარმოდგენაზე საქართველო პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ რადგან მათ სურთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების აზრის მოსმენა –ისინი აუცილებლად მოისმენენ ხალხის ხმას რუსთაველის გამზირზე. ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატიური იმ პრობლემების წინაშე, რომელის წინაშე ქართველი ხალხი მათი გამოისობით დგას. ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას. 21 მარტს ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის გადადგომას. იმ მთავრობას რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ჩვენს საზოგადოებას. მე ვფიქრობ ეს აქცია იქნება დასაწყისი დიდი მასშტაბური საპროტეტსო აქციების, რომელიც მივა ბოლომდე. საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება „–განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება
შემდეგი სტატიაენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს