ქართველი პარაოლიმპიელი, “თბილისი 2015”-ის ერთ-ერთი მეჩირაღდნე

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟიართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი გელა კეტაშვილს, ნინო სალუქვაძესა და ზურაბ ზვიადაურთან ერთად თბილისის ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის დასკვნითი ეტაპის მეჩირაღდნე იყო.

თემურ დადიანი გინესის რეკორდსმენია. ის 2011 წლის 3 აგვისტოს ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა, ასევე, დაკარგა მარჯვენა ხელის ნეკა თითი. აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე კი მან უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ერთ წუთზე ნაკლებ დროში 36–ჯერ აიზიდა ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) პოზიციაში.

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟი

თემურ დადიანი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს, სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

banner
წინა სტატიაშივიდეო–ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატია“მე არ ვარ კომპეტენტური” – ალექსი ახვლედიანი პრეზიდენტის ფესტივალზე მოწვევაზე