ქართველი მოჭადრაკე ტურნირიდან გამოაგდეს

მოჭადრაკესაქართველოს ჩემპიონს ჭადრაკში გაიოზ ნიგალიძეს 15 წლიანი დისკავალიფიკაცია ემუქრება იმის გამო, რომ ის სომეხ დიდოსტატთან თამაშისას, რომელიც დუბაიში გაიმართა, ტელეფონი მოიხმარა.
გაიოზ ნიგალიძე ტურნირიდან გარიცხეს.
ნიგალიძეს მოწინააღმდეგემ, პეტროსიანმა მსაჯებს სთხოვა შეემოწმებინათ ტუალეტის ოთახი, სადაც ქართველი მოწადრაკე ყოველი გაკეთებული სვლის შემდეგ მაშინათვე მიდიოდა. პეტროსიანს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დააფიქსირა, რომ მოწინააღმდეგე ყოველთვის ერთსადაიმავე ტუალეტში შედიოდა.
მსაჯებმა საპირფარეშო შეამოწმეს და ტუალეტის ქაღალდებში დამალული ტელეფონი იპოვეს.
ნიგალიძემ თავიდან თქვა, რომ ტელეფონი მისი არ იყო, მაგრამ შემწმებისას ერთ-ერთ სოციალური ქსელში მისი გახსნილი პროფაილი იპოვეს.
ტელეფონში ასევე გახსნილი იყო ჭადრაკის თამაში, სადაც მიმდინარე პარტიის ანალიზირება ხდებოდა.
მომხდარის შეასხებ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას ეცნობება, რომელიც მოჭადრაკეს განაჩენს გამოუტანს.
გაიოზ ნიგალიძე საქართველოს ორგზის ჩემპიონია (2013 და 2014 წლებში). მისი გამარჯვება ორივე შემთხვევაში სენსაციური იყო, რადგან ის არც ერთხელ ექსპერტებს გამარჯვების პრეტენდენტად არ მიაჩნდათ.

banner
წინა სტატიაშიინგლისს „ტიტანიკელი“ მღვდელის კანონიზირება უნდა
შემდეგი სტატიაიუნისეფი: ნიგერიაში 800 ათასი დევნილი ბავშვია