ქართველი კონსერვატორები კონსერვატორ რეფორმატორთა ახალი ბორდის არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას

ზვიად ძიძიგურ

ევროპელ კონსერვატორ და რეფორმატორთა ალიანსის საბჭო 22 მაისს ქალაქ ვინჩესტერში კონსერვატორ რეფორმატორთა ახალ ბორდს აირჩევს.
“საქართველოს კონსერვატიულ პარტიიდან” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატორ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი ქეთევან ჯოხაძე, “კონსერვატიული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ევროპელ ახალგაზრდა კონსერვატორების ვიცე- პრეზიდენტი ქეთი მამულაშვილი.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, იმ სტადიაში როდესაც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სავაჭრო და საკანონმდებლო ინტეგრაციას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, არამედ საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციების დაახლოებას ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან და ალიანსებთან.
“ამ კონტექსტში საქართველოს კონსერვატორები დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ევროპულ კონსერვატიულ ალიანსთან და დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული კონსერვატიული ალიანსი იქნება საქართველოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროსტრტუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
2014 წლის 1 ნოემბერს ხელი მოეწერა რეიკივიაკის მემორანდუმს კონსერვატიულ პარტიასა და ევროპელ კონსერვატორ და რეფორმატორთა ალიანსს შორის, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსერვატიული პარტია გახდა ევროპული კონსერვატიული ალიანსის სრულფულებიანი წევრი, რაც გულისხმობს მმართველ საბჭოში მუდმივი წარმომადგენლის ყოლას და გადაწყვეტილების მიღების უფლებას. აგრეთვე “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაცია გახდა ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების სრულუფლებიანი წევრი. ქეთი მამულაშვილი ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური – 26 მაისს აღლუმი არ ყოფილა არც შარშან, არც შარშანწინ და არ იქნება არც მომავალ წელს
შემდეგი სტატია“რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, – თინა ხიდაშელი ვიზა-ლიბერალიზაციაზე