ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა.
რეზო დავითის ძე ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს, ქ.ქუთაისში დაიბადა.
იგი დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის, დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი – დია ჩიანელი) ოჯახში.
რეზო ჩხეიძე დღეს 22:00 საათზე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.