ქარბუქი აშშ-ში – გადადებულია 1800 რეისი

ქარბუქის გამო, რომელიც აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროებს უახლოვდება, ავიაკომპანიები იძულებული გახდნენ ორშაბათის 1800 რეისი გადაედოთ.
აღმოსავლეთ შტატის რამდენიმე ხელმძღვანელი მძღოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გზებზე მოძრაობისგან.
ნიუ იორკის მთავრობა რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვაზეც ფიქრობს.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ შტორმი შესაძლებელია ქალაქის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს.
მეტეოსამსახურები 60 სმ-მდე თოვლს ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერმა მარიუპოლის მოვლენები შეაფასა
შემდეგი სტატიასირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება მოსკოვში დაიწყო