ქალაქ ზუგდიდის მერია 5 ათასი ლარის თაიგულის შეიძენს

ქალაქ ზუგდიდის მერია 5 ათასი ლარის თაიგულის შეიძენსქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, 2015 წლის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო, ყვავილების თაიგულების შესაძენად 5 ათასი ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 90 თაიგულის და 11 გვირგვინის შეძენაა დაგეგმილი. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 23 თებერვალს დასრულდა. ტენდერში სულ ერთმა პრედენდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი15 მილიონ 846,9 ათას ლარს შეადგენს. აქედან, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მუხლისთვის 3 მილიონ 318 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

timer.ge

banner
წინა სტატიაშინოდარი ხადური: ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ლარის კურსის გამყარებას მაისისთვის მოელის