ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია

ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია

უკრაინის ქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია. დაპირისპირებული მხარეების შეთანხმებით გაისნა ე.წ. მწვანე კორიდორი, რომლის დახმარებითაც ადგილობრივები კონფლიქტის ზონიდან გასვლას მშვიდობიანად ახერხებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ზორიან შკირიაკი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
უკრაინული მედიის ცნობით, დებალცევოდან ხალხის გამოსაყვანად 20 ავტობუსი გაიგზავნა. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშიფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიარეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კოალიცია შეიქმნა