“ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის”

რა ვითარებაა სტიისგან დაზარალებულ თბილისში და რა სამუშაოები ტარდება დედაქალაქში-ცოტა ხნის წინ კრიზისების მართვის საბჭოში განცხადება გაკეთდა.

„სტიქიის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, დაკარგული ცხოველების შესახებ მერიისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის. ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებული სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას. მოხალისეთა შეშვება სტიქიით დაზარალებულ უბნებში გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდება,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატია“სითი პარკი” ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილ ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია”