„ქალაქის მთავრობა პრინციპში გადამდგარია, დაცვაღა დარჩა, მგონი, მერიაში”

საკრებულოს ოპოზიციის მიერ თბილისის მერის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას არ ეთანხმება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილს ეს მოთხოვნა ნაჩქარევად მიაჩნია.

საკრებულოს წევრის თქმით, სავალდებულოა დავით ნარმანია მივიდეს საკრებულოში და განმარტოს თუ რა ხდება მერიაში, რამდენად აკონტროლებს ის სიტუაციას და რამ გამოიწვია ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები. დამოუკიდებელ დეპუტატს ასევე აინტერესებს სამსახურიდან დათხოვილი მოხელეების ანგარიში.

„ქალაქის მთავრობა პრინციპში გადამდგარია, დაცვაღა დარჩა მგონი მერიაში, რომელიც არ გადაუყენებიათ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას არ იზიარებენ დემოკრატიული მოძრაობაში. საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის განმარტებით, ნარმანიას გადადგომა ან დარჩენა არაფერს შეცვლის. ზაზა ვეკუას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

„დავით ნარმანიას პოსტი დიდი ხანია დატოვებული აქვს, რადგან ის ვერანაირ გადაწყევტილებას ვერ იღებდა. ყველა კარგად ხედავს, რომ ყველა სჭირო დროს ის გადაწყვეტილებებს იღებს ხან კანცელარიაში, ხან ქართული ოცნების ოფისში,“ – განაცხადა ზაზა ვეკუამ.

banner
წინა სტატიაშიმახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაბიზნესმენი თემურ უგულავა მეუღლეს კუთვნილ ქონებას ედავება