ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია კონტრაქტორი კომპანია “თუშეთ ავტოგზის” სპეციალური მძიმე ტექნიკა.
მათივე ცნობით, სტიქიის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა ლაგოდეხი–ყვარლის მთავარ ავტომაგისტრალზეც. ამ დროისათის გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიკახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიასეტყვამ კახეთში დაახლოებით 2000 ჰექტარი ვენახი დააზიანა