ფსიქოლოგებმა მარტოხელების ბედნიერების საიდუმლო ამოხსნეს

ფსიქოლოგებმა მარტოხელების ბედნიერების საიდუმლო ამოხსნეს

ფსიქოლოგებმა მარტოხელების ბედნიერების საიდუმლო ამოხსნესახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა მარტოხელა ადამიანების ბედნიერების და კეთილდღეობის საიდუმლო ამოხსნეს. მეცნიერებმა კვლევა ჟურნალში Society for Personality and Social Psychology გამოაქვეყნეს.

ისევე, როგორც ბედნიერი წყვილები, მარტოხელა ადამიანებიც კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით, თუკი მათ შეუძლიათ თავი აარიდონ სამსახურეობრივ, ნათესავურ, პარტნიორებთან კონფლიქტს.
გარდა ამისა, რესპოდენტები, რომლებიც კონფლიქტს გაურბიან, ქორწინებაში ყოფნის შემდეგაც ცხოვრებით კმაყოფილების იგივე ხარისხს აჩვენებენ.

მეორეს მხრივ. მარტოხელები, რომლებიც კონფლიქტუირ სიტუაციებს არ არიდებენ თავს, იმათზე უბედურები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც პარტნიორი ყავს.

როგორც მკვლევარები ამბობენ, აღნიშნულ კვლევამდე მიღებული იყო აზრი, თითქოს მარტოხელა ადამიანები იმათზე უბედურად გრძნობდა თავს, ვიდრე ის, ვინც პარტნიორთან ცხოვრობს. ახალმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ასე არ არის.

შედეგის შესაძლო მიზეზი შესაძლებელია პირდაპირ კავშირში იყოს სტრესული მდგომარეობების არ არსებობასთან.
ფსიქოლოგების თქმით, თანამედროვე დასავლეთში მარტოხელა ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება. მიმდინარე მომენტში აშშ-ში დაახლოებით 128 მილიონი მარტოხელა ადმაინია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისალვადორის ციხეში ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიახაჯიმბას საფეხბურთო პარანოია