ფრანცისკმა სომხების მკვლელობას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკმა ოსმანეთის იმპერიის დროს სომხების მასიურ დახოცვას „მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი “ უწოდა, რომლის შემდეგაც იყო ნაცისტური ჰოლოკოსტი და სტალინიზმის დანაშაულებები.
ეს წმინდა პეტრეს ეკლესიაში სომხური ლიტურგიისას თქვა პაპმა, რომელიც ოსმანეთის იმპერიის დროს სომხების დახოცვის 100 წლისთავს მიეძღვნა.
„ბოროტების დამალვა ან უარყოფა სისხლმდინარე ჭრილობას გავს, რომელიც არ გადაუხვევიათ“ – თქვა პაპმა.
ლიტურგიის მსვლელობისას პონტიფიკმა სომეხი წმინდანი, პოეტი და ღვთისმსახური გრიგორ ნარეკაცი ეკლესიის ასობით წმინდანებს შორის დაასახელა.
ლიტურგიაზე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც იმყოფებოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვატიკანის ელჩი ანკარაში გაიწვია.
თურქეთი არ აღიარებს სომხურ გენოციდს და ორი წლის წინ, როცა რომის პაპმა პირველად გამოთქვა მსგავსი აზრი 1915 წლის ამბებთან დაკავშირებით, უკიდურად უარყოფითი რეაქცია დააფიქსირა.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგერმანიამ G7 სამიტზე რუსეთის მოწვევაზე უარი განაცხადა