ფრანსუა ოლანდი – საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის არნახული მასშტაბის ოპერაცია ტარდება

საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის არნახული მასშტაბის ოპერაცია ტარდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საპატრულო ძალების რაოდენობა ათასიდან 10 ათასამდე პოლიციელით, ჟანდარმერიისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებით არის გაზრდილი. ოლანდის თქმით, ეს ყველაფერი სამ დღეში გაკეთდა.

პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა პოლიციელთა და ჟანდარმერიის წარმომადგენელთა მხრიდან მამაცურ მოქმედებებს ბოლო დღეების განმავლობაში ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით. მანვე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო კოალიციამ უფრო ადრე არ დაიწყო სირიაში ოპერაცია, მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიდონბასში გარდაცვლილის მამა – ამბობდა საიდუმლო ნაწილში ვარო
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა