ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი ერთმანეთს ხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ელისეის სასახლეში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ხვდება. AFP-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის თემა გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტია.
2012 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკოლა სარკოზი პირველად მივიდა ელისეის სასახლეში.
7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი”
შემდეგი სტატია„პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა არაფორმალური ივანიშვილი,“- გიგი უგულავა