ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: თუ ჩვენი ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, დიდ საფასურს გადაიხდიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევს და მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ვითარების მეტად ესკალაცია.

“მოვუწოდებ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს – კიევს, მოსკოვსა და სეპარატისტებს დაიცვან შეთანხმება და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ვითარეების ესკალაცია ან კონფლიქტის ახალ ადგილებში გავრცელება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენი ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, დიდ საფასურს გადაიხდიან”,-განაცხადა შტაინმაიერმა

შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. აღნიშნული პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს, მას მონიტორინგს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გაუწევს.

თუმცა, მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთი კვლავ ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს. კიევის ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი ღამის განმავლობაში კვლავ გახსნეს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო
შემდეგი სტატიააქცია ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ-სტუდენტები ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან