ფრანგებმა ხელოვნური სპერმა შექმნეს

ფრანგებმა, პირველებმა მსოფლიოში, ლაბორატორიულ პირობებში მამაკაცის ხელოვნური სპერმა შექმნეს.

The Independent-ის ცნობით, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც ხელოვნური სპერმა გამოიგონეს, კომპანია Kallistem-ზე მუშაობენ. მეცნიერების განცხადებით, ისინი უკვე 2017 წლისთვის მზად იქნებიან უნაყოფობით დაავადებულ მამაკაცებს შვილების გაჩენაში დაეხმარონ, ამისთვის კი მათგან მხოლოდ სპერმატოგენიალური უჯრედების აღება იქნება საკმარისი.

The Independent-ის მიერ გავრცელებული ეს მწირი ინფორმაცია გახლავთ ერთადერთი ამ თემასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია Kallistem-ი არ აპირებს გააკეთოს არანაირი კომენტარი პატენტის აღებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 23 ივნისს იგეგმება.

 

banner
წინა სტატიაში“არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს და არასოდეს დავბრუნდებით 90–იან წლებში”– კახი კალაძე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვია