“ფრაზას – ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ” – გიგლა აგულაშვილი რუსთავი 2-თან დავაზე

ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირთ დააკონკრეტონ, თუ რატომ გადაწყვიტა ქიბარ ხალვაშმა სწორედ ახლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა და რატომ ემთხვევა მისი მიზნები ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. მთავრობაში ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის ინტერესების დამცველია.

“დღესდღეობით საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ზეწოლის და სხვა ინსინუაციების გარეშე,” – განმარტავს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დგას დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე.

“ფრაზას – ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ და ვერ გავიზიარებ. არ არის არანაირად მოტივირებული ხელისუფლება, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას,” – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ”
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება – ბაქრაძე