ფორუმის შედეგად ხელი მოეწერება 100 მილიონიან საინვესტიციო პროექტს

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგად საქართველოს ბევრი პროექტი დარჩება.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმის შედეგად ხელი მოეწერება ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს.

„ესაა 100 მილიონზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტი. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ინვესტორებთან სატრანზიტო პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს, ეს იქნება ანაკლიის ღრმაყწლოვანი პროექტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. ამასთან, ასევე გაკეთდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შემქნის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი კანონი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი იძლევა საქართველოსი პროდუქტის წარმოების და შემდგომ ევროპაში გატანის შესაძლებლობებს.

banner
წინა სტატიაში„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიაოზურგეთში 30 წლის ქალბატონს მანქანამ სახლის ეზოსთან დაარტყა