“ფორმულა ერთის” მრბოლელი ჟიულ ბიანკი ტრავმებისგან გარდაიცვალა

"ფორმულა ერთის" მრბოლელი ჟიულ ბიანკი ტრავმებისგან გარდაიცვალა“ფორმულა ერთის” ფრანგი მრბოლელი ჟიულ ბიანკი, რომელმაც გასულ წელს იაპონიაში რბოლის დროს მძიმე ტრავმები მიიღო, წუხელ საღამოს გარდაიცვალა. 25 წლის მრბოლელი ჯგუფი “მარუსიადან” იყო. ის კომაში გასული წლის 5 სექტემბრიდან არის.
რბოლის დღეს ცუდი ამინდის გამო ბიანკი ტრასადან 200 კმ/საათის სიჩქარით გადავარდა და ევაკუატორს დაეჯახა. შედეგად თავის ქალა და ტვინი დაუზიანდა. “ჟიული ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დღეს მისი ბრძოლა დასრულდა” – ნათქვამია ბიანკის მშობლების განცხადებაში.
მრბოლელი ნიცაში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯგუფ “მარუსიაში”, რომელიც ახლა გამოდის “მანორის” სახელით, განაცხადეს, რომ “მწუხარებისგან დაცლილი არიან”.
ჟიულ ბიანკი სამგზის ჩემპიონის აირტონ სენას შემდეგ, რომელიც 1994 წელს რბოლისას გარდაიცვალა, პირველია, ვინც ასევე ემსხვერპლა გზას.

banner
წინა სტატიაშისოსო ცინცაძე–რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა დიალოგზე აიძულოს ოფიციალური თბილისი
შემდეგი სტატიარუსთავში ხანძარია-ადგილობრივები ცეცხლის ლოკალიზებეას საკუთარი ძალებით ცდილობენ