ფონიჭალაში ორი პოლიციელი დაჭრეს

ფონიჭალაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს. როგორც  შსს-ში განაცხადეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაჭრა.
მათივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ წუთებში მიმდინარეობს დამნაშავის დასაკავებელი ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში
შემდეგი სტატიადაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე შეიაღარებისა და თავდაცვითი ნაწილის ფუნდამენტური მოგვარება