ფოთში სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ

 

aqcia3ფოთში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა  გორგასლის ქუჩა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც ისინი ამჟამად ცხოვრობენ კერძო პირმა ნანა ვეკუამ შეიძინა და მათ გამოსახლებით ემუქრება. საუბარია ე.წ სამხედრო დასახლების ორ სართულიან კორპუსებზე, რომლებშიც ათეულობით სოციალურად დაუცველი ცხოვრობს. სოციალურად დაუცველების ინფორმაციით შენობები ადრე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, თუმცა მოქალაქე ნანა ვეკუამ ის არაკანონიერი გზით შეიძინა.

აქციის მონაწილეებმა წერილობითი ფორმით და დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს სხვადასხვა უწყბებეს, თუმცა პასუხი არცერთი სამთავრობო დაწესებულებიდან არ მიუღიათ. მათ ისიც არ იციან სად მოუწევთ ცხოვრება თუ ნანა ვეკუა მათ გამოსახლებას შეძლებს.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი ისინი გზის გახსნას ცდილობენ, თუმცა სოციალურად დაუცველები ადგილს არ ტოვებენ.

როგორც ,,თაიმერის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება ადგილზე უკვე მივიდნენ მერიის წარმომადგენლები და სოციალურად დაუცველებს საქმის დეტალებში გარკვევას დაპირდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი სტატისტიკის დეპარტამენტს ციფრების გაყალბებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რეფორმების პაკეტი, ადმინისტრაციული მოჩვენება და გადადგომის შესახებ პეტიცია