ფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა

ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერსფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა. 40 სეინერის მეპატრონე ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობას სთხოვს.

აქციის მონაწილეები კანონის გადახედვას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თევზის რეწვის დროს თურქ მეთევზეებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ამ მოთხოვნებით დღეს აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობა სთხოვეს.

მეთევზეებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და დახმარებას დაპირდა. მთავრობის გადაწყვეტილებას ფოთში 40-მდე სეინერის მეპატრონე ელოდება.

მეთევზეები ითხოვენ, რომ მთავრობამ პრობლემა ლიცენზიების დარეგულირებით მოაგვაროს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერს–ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაქალაქ დებალცევოდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია