ფოთში კონჯარიების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით პოლიციამ საცხოვერებელი სახლიდან გამოასახლა

ხმაური იყო დღეს დილით ფოთში დევნილთა საცხოვრებელში, სადაც სამართალდამცავებმა კონჯარიების ოჯახი უკანონოდ მითვისებული საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს.

კონჯარიების განცხადებით სამართალდამცავებმა მათ საცხოვრებელი ფართი ძალით დაატოვებინეს.

გამოსახლების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცი იმყოფებოდა, საყოფაცხოვრებო ნივთები საცხოვრებელი ფართიდან კი პოლიციას გამოჰქონდა.

მას შემდეგ რაც უკანონოდ დაკავებული ფართიდან კონჯარიების ოჯახი გამოასახლეს, შენობის სადარბაზო სამართალდამცავებმა ჩაკეტეს, რის გამოც ცოტა ხნის განმავლობაში სადარბაზოში ვერავინ ვერც შედიოდა ვერც გამოდიოდა.

კონჯარიების დევნილი ოჯახი ფოთში ყოფილი სასტუმროს ავარიულ შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და დევნილთა სამინისტროს დახმარებას სთხოვნდენ, თუმცა მათთვის ფართის გამოძებნა ვერ მოხერხდა. კონჯარიების განცხადებით მათ ახალი საცხოვრებელი სახლისთვის ქულები არ ეყოთ.

banner
წინა სტატიაში“მიზანმიმართული ნაბიჯები შეინიშნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასთან დაკავშირებით“- კოტე ჩოკორაია
შემდეგი სტატიათვითმფრინავის მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები იყვნენ