ფოთის პორტში 3 დღიანი გაფიცვა გრძელდება

უკვე მესამე დღეა ფოთის პორტის დიდი ნაწილი პარალიზებულია. პორტის 600-მდე თანამშრომელი სამუშაოს დაწყებას მანამ არ აპირებს სანამ პორტის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მოთხოვნა ერთია გაეზარდოთ ხელფასები 14%-ით, თუმცა გაფიცულთა ამ მოთხოვნის გაზიარებას APM ტერმინალში კატეგორიულად არ ისიარებენ.

გუშინ გამართული მოლაპარაკებები კი კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

სანამ პორტის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის ვითარება ირკვევა, ნავსადგურის დიდი ნაწილი პარალიზებულია, არ ხორციელდება კონტეინერების მიღება-ჩამოტვირთვა.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთმა 9 მაისი 7-ში იზეიმა
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძე: პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ივანიშვილის პოლიტიკური იარაღია