ფოთელმა მეთევზეებმა აქცია გამართეს

10965412_420775291418663_164888650_nსაკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, ფოთელმა მეთევზეებმა აქცია გამართეს. მორიგი საპროტესტო აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შედგა. მეთევზეები ე.წ. ქისა ბადით თევზაობის წესის წინააღმდეგ გამოდიან და მიიჩნევენ, რომ ეს შავი ზღვის აკვატორიის ფლორისა და ფაუნის განადგურებას იწვევს და ბრაკონიერობის ტოლფასია.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ქისა ბადით თევზაობა, რომელიც 300 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება, მხოლოდ თურქი მეთევზეებისთვის არის ხელსაყრელი და რამდენიმე წლის წინ სწორედ მათთვის იქნა ეს ცვლილება დაკანონებული.

ამ პრობლემების გარდა, მეთევზეების თქმით, არსებობს მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზები რაც მათ მუშაობაში ხელს უშლის. ისინი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამისთვის შუამდგომლობას ფოთის მერს თხოვენ.

ამასთან, როგორც ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა, შეხვედრა შესაბამის უწყებებთან უახლოეს მომავალში შედგება. მეთევზეები პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხევვაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაში“მშიშარა დეპუტატი, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის დემოკრატია”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელი კავკასიის რეგიონში