ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში ყველანაირ პარტიულ მოღვაწეობას ვაჩერებ

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძე წარადგინა. ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს პრეზიდენტს მრჩევლად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში, არამარტო დღევანდელ ხელისუფლებაში ერთერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში შთამბეჭდავ ნაბიჯებს დგამს,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა ახალ მემარჯვენეებთან. ჩიხრაძის თქმით, ისინი არამხოლოდ გაგებით შეხვდნენ ამას, არამედ სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მან ყველანაირი პარტიული მოღვაწეობა შეაჩერა.

“პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ამპლუაში ყველანაირ პარტიული მოღვაწეობას ვაჩერებ ,” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

“პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა მოვიხსენი,” -განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: კონკურენციაზე ცოტა უხერხული იქნება საუბარი, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: NDI-ს კვლევა იმ მძიმე რეალობას ასახავს რაც ქვეყანაშია